რუბრიკები
როლანდ ახალაიას საქმის განხილვა იწყება
დღეიდან საქალაქო სასამართლოში როლანდ ახალაიას საქმის განხილვა იწყება. წინასასამართლო პროცესზე მხარეები მტკიცებულებებს წარმოადგენენ და მათი დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორიც ესწრება. გამოძიება ახალაიას სწორედ პროკურორობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. საქმე ეხება 2009 წელს ორი ბრალდებულის ოჯახის წევრების მიერ ახალაიას მეგობრის კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას.
Print