რუბრიკები
პასტა მოსტაჩიოლი
ინგრედიენტები: საქონლის ფარში 1 კგ ხახვი 1 თავი ნიორი 4-5 კბილი პამიდვრის პიურე (ცოცხალი ან ქილის) 800 გ ხმელი ორეგანო 1 ჩ.კ ხმელი ბაზილიკი 1 ჩ.კ პასტა პენნე 250-300 გ წითელი წიწაკა, დაღერღილი ყველი პარმეზანი 1/4 ჭიქა მოცარელა 2 ჭიქა მარილი და პილპილი ოხრახუში მომზადების წესი: ფარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ სუნელები და წიწაკა. შემდეგ დაამატეთ პამიდორი, პარმეზანის ნაწილი, მარილი, პილპილი. პარალელურად, მოხარშეთ პასტა პენე სანახევროდ. გადაწურეთ და შეურიეთ ხორციან სოუსში. ნახევარი გადაიტანეთ ღუმელის ფორმაში, მოაყარეთ ყველი მოცარელა. შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი პასტა სოუსით, დარჩენილი პარმეზანი და მოცარელა.. გამოაცხეთ 170 გრადუსზე 30-40 წუთი, თეფშზე გადმოღებისას მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
Print