რუბრიკები
Apple ცდილობს კონკურენტები ინოვაციებით დაამარცხოს
ფანატები და ექსპერტები, Apple-ის ახალი პროდუქტების შესახებ პირველ შთაბეჭდილებებს აზიარებენ. ფლაგმანური სმარტფონის ახალ თაობას, iPhone 6-ს და iPhone 6 Plus-ს ეკრანი და პროცესორის სიმძლავრე გაუზარდეს, მაგრამ ხომ არ დააფრთხობს მომხმარებელს გაჯეტების მაღალი ფასი? აშშ-ში, iPhone 6-ის ფასი, ორწლიანი კონტრაქტით $199-დან იწყება. „ვფიქრობ, iPhone-ის მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ძველ ტელეფონს ახალში გადაცვლის, ვინაიდან Apple-ის ბევრი ფანატი თავიანთ მეგობრებთან დიდეკრანიან Android-სმარტფონს ხედავს და ისეთივე უნდა. სავარაუდოდ ჩვენ გაყიდვების დიდ ზრდას დავინახავთ. მიმაჩნია, რომ Apple, Android-ს ბაზარზე წილს წაართმევს და ეს სწორედ iPhone 6-ის წყალობით მოხდება“, - მიაჩნია ტექნობაზრის ანალიტიკოსს ბობ ო’დონელს. iPhone, რომელიც 8 წლის წინათ გაჩნდა, Apple-ის გაჯეტებს შორის ყველაზე პოპულარული პროდუქტია. მაგრამ, მსოფლიო ბაზარზე ახლა Android-ტელეფონები (80% -ზე მეტი ტელეფონებისა მსოფლიოში ამ მობილურ პლატფორმაზეა დაფუძნებული) დომინირებს და ისინი, Apple-ის ტელეფონებისგან განსხვავებით, ყველა საფასო კატეგორიაშია წარმოდგენილი. ამიტომ, Apple ცდილობს კონკურენტები ინოვაციებით დაამარცხოს. მაგალითად ახალი iPhone მობილური საფულით აღჭურვეს. უკონტაქრო ელექტრონული გადახდების სისტემის გაშვება ამერიკაში ოქტომბერში არის დაგეგმილი. კიდევ ერთი სენსაციაა „ჭკვიანი“ საათი Apple Watch-ი, რომელიც მომავალ წელს გამოჩნდება. თუმცა კონკურენტებმა Sony-მ და Samsung-მა ასეთი პროდუქტი უკვე გაუშვეს, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებით მათ არ ისარგებლეს. ინვესტორები ცოტათი იმედგაცრუებული არიან - კუპერტინოში მიმდინარე პრეზენტაციის დროს, კორპორაციის აქციების ფასი 4,8%-ით გაიზარდა, მაგრამ დღის ბოლოსთვის თითქმის 1%-ით შემცირდა. თუმცა, ფანატები უკვე რიგში დგანან და 19 სექტემბერს, ტელეფონების გაყიდვების დაწყებას ელოდებიან.
Print