რუბრიკები
მარტვილის კანიონი სამართავად დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცა
მარტვილის კანიონი სამართავად დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცა. კანიონის მოსაწესრიგებლად სააგენტომ ტენდერი უკვე ჩაატარა, სადაც კომპანია შპს „სახაზავი +“-მა გაიმარჯვა. კომპანიამ ვალდებულებად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალი ნავსადგომის მოწყობა აიღო. ცნობილია, რომ იგეგმება საფეხმავლო ბილიკების განათებაც. დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მიმდინარე წელს სიახლეები არ იგეგმება და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მომავალ წელს განხორციელდება. სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ მომავალი წლიდან დაინიშნებიან რეინჯერებიც, რომლებიც ტერიტორიას დაიცავენ და დაბინძურების საფრთხესაც აღკვეთენ. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში „კომერსანტს“ განუცხადეს, მარტვილის კანიონებში მომსახურების თვალსაზრისით, გარკვეული შეზღუდვების დაწესება იგეგმება, თუმცა განმარტავენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მომსახურებაში ჩართული კვლავ იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება მარტვილის კანიონის მოსაწესრიგებლად. ბიუჯეტის ოდენობა ცნობილი პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება.
Print