რუბრიკები
ჯეიმს ფრანკო პალანიკის რომანს გაუკეთებს ეკრანიზაციას
ჯეიმს ფრანკო დიდ ეკრანებზე ჩაკ პალანიკის რომანს „Rant. A Biography of Buster Casey“ გადმოიტანს. წიგნის მოქმედება, რომელიც 2007 წელს გამოქვეყნდა, მეამბოხე მოზარდის , სახელად რენტის, გარშემო ვითარდება. მთავარი გმირი საკმაოდ სპეციფიურია, მისი გამოხტომები ადგილობრივი მაცხოვრებლების ზიზღს იწვევს. აღსანიშნავია, რომ „რენტი“ ჩაკ პალანიკის მესამე ეკრანიზებული რომანი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქცია ექნება ჯეიმს ფრანკოს პროექტში – რეჟისორის, პროდუსერის თუ მსახიობის.
Print