რუბრიკები
კოსმოსში სპირტის გიგანტური ღრუბელი აღმოაჩინეს
ბრიტანელმა ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკაში, დედამიწიდან 6500 სინათლის წლის მანძილზე, სპირტის გიგანტური ღრუბელი აღმოაჩინეს. ღრუბელს აქვს მოღუნული ხიდის ფორმა და მისი სიგრძეა გრანდიოზულია - 463 მლრდ კილომეტრი. „რა თქმა უნდა, სამომხარებლო თვალსაზრისის 463 მილიარდი კილომეტრი სიგრძის ალკოჰოლის ღრუბელი ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ ეს მეთილის სპირტია, და მისი ახლონათესავის ეთილის სპირტისაგან განსხვავებით დასალევად უვარგისია“, - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი დოქტორ ლიზა ჰარვი-სმიტი. ეს კოსმოსში სპირტის პირველი აღმოჩენა არ არის. 2001 წელს ამერიკელმა ასტრონომებმა ასევე ჩვენ გალაქტიკაში(ირმის ნახტომის გალაქტიკა) აღმოჩიეს ვინილის სპირტი, რომელიც დედამიწაზე თავისუფალი სახით პრაქტიკულად არ მოიპოვება. 2004 წელს კი პირველად დაფიქსირდა მეთილის სპირტის ღრუბელი ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ვარსკვლავის გარშემო. დასალევად ვარგისი, ეთილის სპირტის ყველაზე დიდი მარაგი ორიონის თანავარსკვლავედში აღმოაჩინეს. სპირტის თხევადი ღრუბლის ზომები კოსმოსური მასშტაბებით მცირეა - 4 მლნ კუბური კილომეტრი (1 კუბური კილომეტრი მილირდი კუბური მეტრია). ამ ღრუბელში სპირტის მოცულობა 2-ჯერ აღემატება დედამიწაზე წყლის მოცულობას. მეცნიერები აცხადებენ, რომ კოსმოსში სპირტის არსებობა არ არის გასაკვირი რადგან მის შესაქმნელად საკმარისია 3 ყველაზე გავრცელებული ელემენტი კოსმოსში - წყალბადი, ნახშირბადი და ჟანგბადი. მეცნიერთა აზრით, კოსმოსში სპირტის სინთეზს იწვევს სინათლის იძულებითი ემისია, რომლის დროსაც ელექტრონი იძულებულია უფრო დაბალ ენერგეტიკულ დონეზე გადავიდეს და ამ დროს ენერგია ფოტონის სახით გამოასხივოს. ამავე დროს, ბრიტანელთა აღმოჩენამ მეცნიერები თავისი მასშტაბურობით გააოცა. 463 მილიარდი კილომეტრი სიგრძის ღრუბელი მოიცავს რამდენიმე ვარსკვლავის ჩამოყალიბების კერას და პლანეტის მსგავსად, ცენტრალური ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე ტრიალებს. პროექტის ხელმძღვანელის დოქტორ ლიზა ჰარვი-სმიტის განცხადებით, ახალი აღმოჩენა კოსმოსური გაზისა და მტვრისაგან ვარკვლავების ჩამოყალიბების პროცესს მეტ ნათელს მოჰფენს.
Print