რუბრიკები
ზუგდიდში "მწნილისა და მურაბის "ფესტივალი გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში "მწნილისა და მურაბის" ფესტივალი ფოლკლორულმა ანსამბლმა "მოძახილმა" გახსნა. ფესტივალის ფარგლებში მწნილისა და მურაბის კუთხეები მოეწყო ,სადაც სტუმრებს ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. ფესტივალის სტუმრებს ქუჩის თეატრის მსახიობები ართობდნენ. "მარნეულის სასურსათო ქარხნის" წარმომადგენელის თინათინ სამყურაშვილის განცხადებით, ფესტივალი ზუგდიდის მერიის,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რადიო "ათინათის" მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალი "მარნეულის სასურსათო ქარხნის" ორგანიზებით უკვე ჩატარდა ბათუმში, ბახმაროში, ოზურგეთში და ზუგდიდში. (ფესტივალს 20 სექტემბერს სამტრედია, 21 სექტემბერს ქუთაისი, 27 სექტემბერს გურჯაანი, 28 სექტემბერს კი თელავი უმასპინძლებს.) "მწნილის და მურაბის" ფესტივალი თბილისში „თბილისობის" დღესასწაულზე დასრულდება.
Print