რუბრიკები
Apple-ს 24 საათში 4 მილიონი ახალი სმარტფონი შეუკვეთეს
Apple-მა განაცხადა, რომ 24 საათში iPhone 6-ზე და iPhone 6 Plus-ზე 4 მლნ წინასწარი შეკვეთა მიიღო. ახალი თაობის სმარტფონები ამერიკულმა კომპანიამ 9 სექტემბერს წარმოადგინა და 12 სექტემბერიდან, „პირველი ტალღის“ ქვეყნებს - აშშ-ს, ავსტრალიას, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, ჰონგ-კონგს, იაპონიას, პუერტო-რიკოს, სინგაპურს და დიდ ბრიტანეთს - წინასწარი შეკვეთების გაკეთების საშუალება მისცა. ამ ქვეყნებში მდებარე Apple Store-ებში სმარტფონების გაყიდვა 19 სექტემბრიდან დაიწყება. „წინასწარმა შეკვეთებმა iPhone 6-ზე და iPhone 6 Plus-ზე, ახალი რეკორდი დაამყარა Apple-თვის და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ პირველი მომხმარებლები სმარტფონებს უკვე ამ პარასკევს მიიღებენ“, - განაცხადა Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა. 26 სექტემბრიდან კი ახალი iPhone-ები უკვე მსოფლიოს კიდევ 20 ქვეყანაში გაიყიდება. აშშ-ში iPhone 6-ის ფასი $199-დან იწყება კონტრაქტით და $649-დან კონტრაქტის გარეშე, კონტრაქტიანი iPhone 6 Plus-ის -$299-დან, ხოლო უკონტრაქტოსი - $749-დან.
Print