რუბრიკები
დავით კოდუას პერსონალური გამოფენა - „ჩვენი კოლხეთი" გაიხსნება
17 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოყვარული მხატვრის, დავით კოდუას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - „ჩვენი კოლხეთი" გაიხსნება. გამოფენა ახალგაზრდა ხელოვანის დავით ფიფიას ხსოვნას ეძღვნება. გამოფენა საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდის ანგარიშზე დაირიცხება. გამოფენა 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
Print