რუბრიკები
მესტიაში გერმანელი ტურისტები დააყაჩაღეს
მესტია-მულახის საავტომობილო გზაზე ორმა შეიარაღებულმა პირმა გერმანიის სამი მოქალაქე დააყაჩაღა. შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა წაიღეს ფული, აპარატურა და ტანსაცმელიც. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასტიკად აწამეს, რომელიც შემდგომ რეანომობილით მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს ქალაქ თბილისში. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
Print