რუბრიკები
რუსეთ-ევროკავშირის სანქციებმა ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაზარდა
რუსეთის მიერ ევროკავშირის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, საქართველოს ნავსადგურებში ევროპული ტვირთების გადაზიდვაზემოთხოვნა გაიზარდა,საქართველო რუსეთის პორტების გვერდის ავლით, ევროპიდან გაცილებით მეტ ტვირთებს იღებს. ამის შესახებ ოდესაში მიმდინარე,,შავი ზღვის საკონტეინერო სამიტ-2014 წელზე" კომპანია ASSA Trans Cauasus-ის დირექტორმა, ედუარდ მაჭავარიანმა განაცხადა. ,,სანქციების წყალობით, რომელიც რუსეთმა ევროკავშირის მიმართ შემოიღო, ფოთის პორტი გაცილებით მეტ ტვირთებს იღებს ევროპიდან. მაგალითად, ყაზახეთში გადასატვირთ ტვირთებს,რომელიც ადრე ტრანსპორტირდებოდა რუსეთის გავლით. ეს ის ტვირთია, რომელიც რთული ჩასანაცვლებელია, მაგალითად, მშრალი რძე, ბავშვთა კვების პროდუქტები და ა.შ",- თქვა ე. მაჭავარიანმა მანამდე, ევროკავშირმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, რუსეთის მიმართ მთელი რიგი სანქციები განახორციელეს, რომლებიც ძირითადად ფინანსურ ბაზრებზე წვდომას, ასევე მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს შეეხო. საპასუხოდ, რუსეთმა ხილის, ბოსტნეულის, ხორცის და სხვა საკვები პროდუქციის იმპორტი აკრძალა.
Print