რუბრიკები
თენგიზ ჯგუშიას საქმეზე დაზარალებული მერაბ ქვარაია დაიკითხა (ვიდეო)
სამოქალაქო მოძრაობის „სამეგრელოს ხმა“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდების საქმეზე, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, საკრებულოს თავმჯდომარე მერაბქვარია დაიკითხა.  ქვარაიამ სასამართლო პროცესზე, სოფელ რიყეში,  მას და თენგიზ ჯგუშიას შორს მომხდარი ინციდენტის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ჯგუშიამ  ხელი მოულოდნელად დაარტყა. ქვარაიამ პროცესზე ასევე განაცხადა, რომ ინიციდენტის შემდეგ ის მეგობრებთან ერთად ჯგუშიას გაყვა, რათა გაერკვია თუ რატომ მიაყენა  ჯგუშიამ ფიზიკური შეურაცხყოფა. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ სასამართლოს განუმარტა, რომ თენგიზ ჯგუშიამ მისი მიმართულებით ისროლა. ამასთან, მერაბ ქვარაიამ დაკითხვის დაწყებამდე სასამართლოს განუცხადა, რომ მას მრავალი მძიმე წელი აქვს საპატიმროებში გატარებული და ის მკაცრი სასჯელის წინააღმდეგია. „იმედია, წმინდა ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლო იქნება ჰუმანური და შესაბამისად, გადაწყვეტილება არ იქნება მკაცრი“, - აცხადებს მერაბ ქვარაია. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას თენგიზ ჯგუშიამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ დაზარალებული ცრუობდა და მან ქვარაიას  სიმართლის თქმისკენ რამდენჯერმე მოუწოდებდა. თენგიზ ჯგუშიამ სასამართლოს უთხრა, რომ მას ქვარაიასთვის სილა უმიზეზოდ არ გაუწნია. ჯგუშია ამბობს, რომ მას ქვარაია  „ბიჭოთი“ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა და სწორედ აქედან გამომდინარე გააწნა სილა. „ვწუხვარ, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს, მაგრამ მერაბ ქვარაიამ ჩვენების ყველა ნაწილში იცრუა, რითაც ხელ-ფეხს უხსნის პროკურატურას, რომელიც ჩემს მიმართ საპატიმრო განაჩენის დადგენას ითხოვს, გაუძლიერდეს ეს მოთხოვნები “ - თქვა თენგიზ ჯგუშიამ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიასა და სამოქალაქომო ძრაობის “სამეგრელოს ხმა” ხელმძღვანელსს თენგიზ ჯგუშიას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გასული წლის 8 აგვისტოს სოფელრი ყეშიდაიწყო. მოგვიანებით, დაპირისპირება ე.წ. კომბინატის დასახლებაში გაგრძელდა, სადაც თენგიზ ჯგუშიამ  ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლა მოახდინა .  ჯგუშია აცხადებ, რომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა და მას ქვარაიას მისამართით არ უსვრია.
Print