რუბრიკები
ახალი „ბონდის“ გადაღებები წელს დაიწყება
„ბონდიანის“ 24 ეპიზოდის გადაღებები ოფიციალურად 2014 წლის 6 დეკემბერს დაიწყება. რეჟისორი სემ მენდესი ნოემბრის ბოლოს, სტუდია Pinewood Studios-ში, სცენარის წასაკითხად მსახიობებს აგროვებს. ამ დროსვე გამოცხადდება სამსახიობო დასში შემავალი ყველა მსახიობის სახელი. ჯერჯერობით, ჯეიმს ბონდის მთავარ მოწინააღმდეგეს არჩევენ. უკვე რამდენიმე სკანდინავიელმა მსახიობმა გაიარა აგენტი 007-ის მეგობარი ქალის როლზე ქასთინგი, მაგრამ მისი მთავარი გოგოს როლს მაინც ბრიტანელი მსახიობი ითამაშებს. მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადაღებები ავსტრალიაში, იტალიაში , მონაკოსა და , რა თქმა უნდა, ინგლისში ჩაივლის. სურათის პრემიერა 2015 წლის 6 ნოემბერს არის დანიშნული. 478399-james-bond esq-daniel-craig-james-bond-102912-ZGNIDa-de James-bond-23-skyfall movies_james_bond_skyfall_daniel_craig_4
Print