რუბრიკები
ზუგდიდის მერიასა და გარემოვაჭრეებს შორის შეთანხმება შედგა
ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხვედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შეთანხმება შედგა. ზედამხედველობის სამსახურმა მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროსთან, მინი-სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანებს, გარევაჭრობის ნება იმ პირობით დართო, რომ მოვაჭრეები მინი-სტადიონის ტერიტორიას არ გასცდებიან და ტროტუარზე სავაჭროდ არ გადავლენ. ამასთან, ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებისგან სისუფთავის დაცვას და სავაჭრო ადგილების კეთილმოწყობას ითხოვს. მერიის წარმომადგენლებსა და გარემოვაჭრეებს შორის მოლაპარაკებამ რამდენიმე საათს გასტანა. შეგახსენებთ, 15 სექტემბერს ზუგდიდის მერიის შენობასთან ორმოცდაათამდე გარემოვაჭრემ გარევაჭრობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
Print