რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2014 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისთვის დაფინანსებული პროექტების ნუსხას ასაჯაროვებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2014 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისთვის დაფინანსებული პროექტების ნუსხას ასაჯაროვებს.მათ შორის არის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერა როგორც რაიონის მუნიციპალიტეტის გაყოფამდე და გაყოფის შემდეგ. 2014 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკოლების ხელშეწყობისთვის, სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გაიცა 103.000 ლარი. 2014 წელს სულ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის სკოლების სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად – 35,672 000 ლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 2014 წლის მარტიდან 15 ივნისამდე გაიცა 11.373 ლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა აგრძელებს საჯარო სკოლების ხელშეწყობისთვის პროექტების დაფინანსებას.
Print