რუბრიკები
“ტყეში” მერილ სტრიპის მონაწილეობით
“დისნეიმ” გამოაქვეყნა ახალი პოსტერი ფილმისა “ტყეში”, რომელშიც მერილ სტრიპი საკმაოდ საშიში ჯადოქრის როლს ასრულებს. მერილი ყველა ფილმში განუმეორებელია. ამიტომაც, გასაკვირი არც იქნება, ბოროტი გმირის როლსაც თუ შესანიშნავად მოირგებს. into_the_woods_poster “ფრთხილად შეარჩიე ოცნებები იმიტომ, რომ ისინი შეიძლება ახდეს!” – ასეთია დედააზრი ახალი სურათისა “ტყეში”, რომელიც სტეფენ სონდჰაიმის მუზიკლის ადაპტაციაა. მისი რეჟისორი “ოსკარის” ნომინანტი რობ მარშალია. ფილმში თავმოყრილია “ძმები გრიმების” რამდენიმე თავგადასავალი და სხვა ისეთ მსახიობებსაც აერთიანებს, როგორებიც არიან ემილი ბლანტი, ქრის პაინი, ანა კენდრიკი და ჯონი დეპი.
Print