რუბრიკები
უიტნი ჰიუსტონის სიმღერების ალბომი გამოვა
“გრემის” მფლობელმა პროდუსერმა ქლივ დეივისმა განაცხადა, რომ 10 ნოემბერს გამოვა ისტორიაში პირველი ალბომი, სადაც უიტნის ცოცხალი შესრულება იქნება ჩაწერილი. “Whitney Houston Live: Her Greatest Performances” – ასე ერქმევა 16-სიმღერიან CD- და 19-სიმღერიან DVD-ვერსიებს. ის უდაოდ უდიდესი ვოკალისტი იყო. ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება! მინდა, ეს ამბავი ისტორიას დარჩეს. ახალი ალბომები კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ არავინაა მისი მსგავსი. ფენომენალური ალბომი იქნება! - ამბობს დეივისი, რომელიც კარიერის დაწყების პირველი საფეხურებიდან ბოლო ეტაპამდე უიტნის ერთგული პროდუსერი იყო.  
Print