რუბრიკები
ჯორჯ ჯეპსენმა Apple-ის ხელმძღვანელს ტიმ კუკს წერილი მისწერა
კონექტიკუტის შტატის მთავარმა პროკურორმა ჯორჯ ჯეპსენმა Apple-ის ხელმძღვანელს ტიმ კუკს წერილი მისწერა, სადაც „ჭკვიან“ საათთან, Apple Watch-თან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა სთხოვა. პროკურატურას აინტერესებს, სად შეინახება ინფორმაცია Watch -ის მფლობელის ჯანმრთლების შესახებ, საათში, თუ კომპანიის სერვერზე - ამ მონაცემების დაცვის რა ღონისძიებები იქნება გატარებული. მეორე საკითხია, შეამოწმებს თუ არა Apple აპლიკაციების სხვა მწარმოებლების უსაფრთხოების სისტემებს. შტატის პროკურორს ასევე აინტერესებს, ხომ არ დააზიანებს მოწყობილობა, რომელიც მის მფლობელს დიაგნოზს დაუსვამს და მკურნალობას შესთავაზებს, მის ჯანმრთელობას. ჯეპსენი ფიქრობს, რომ Apple-მა, ჯანმრთელობის დაცვის დარგის რეგულირების მოთხოვნები უნდა შეასრულოს.
Print