რუბრიკები
ფოთში დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს
ფოთში დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს. რამდენიმე კვირაა იძულებით გადაადგილებული პირები ახლად აშენებულ კორპუსებში ბინების მიღებას ითხოვენ. ისინი თბილისსა და ქუთაისში იმყოფებოდნენ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა მათთან შეხვედრა ვერ შეძლეს. შიმშილობის აქციას დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის წევრი დარეჯან ცხვიტარია შეუერთდა. მოშიმშილეები აცხადებენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება შიმშილობას არ შეწყვეტენ.
Print