რუბრიკები
ტიმ ბარტონის ‘Big Eyes’ პირველი ტრეილერი
ტიმ ბარტონის ახალი პროექტის „დიდი თვალები“ პირველი ტრეილერი. ფილმში მთავარ როლებს ემი ადამსი და კრისტოფ ვალცი ასრულებენ. სურათი მოგვითხრობს ხელოვანი მარგარეტ კინის ისტორიას, რომელმაც 50-იან წლებში თავისი ნახატებით სახელი გაითქვა. ის ხატავდა დიდთვალებიან ბავშვებს და ეს იყო ხელოვნების ბაზარზე გავრცელების ერთ-ერთი პირველი მაგალითი. დრამა გვაჩვენებს ხელოვანის თვითშეგნების გაღვიძებას ფემინისტური მოძრაობის ფონზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მასა და მის ქმარს სასამართლომდე მიიყვარს, რომელშიც მეუღლე მის ნამუშევრებზე უფლების მოპოვებას ცდილობს.
Print