რუბრიკები
პრინც ჰარი და კრესიდა ბონე კვლავ ერთად არიან
ამ ორს ერთმანეთის გარეშე ყოფნა უბრალოდ არ შეუძლია.პრინც ჰარი და მისი შეყვარებული კრესიდა ბონე რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ , მაგრამ განშორება აშკარად ვერ აიტანეს. ახლა ისინი ისევ ერთად არიან. ამ კვირაში ჰარი და კრესიდა რამდენიმეჯერ ნახეს ერთად. სამშაბათს ისინი კინოში იყვნენ, ხოლო ოთხშაბათს ბონე კლარენს-ჰაუზში ჰარის დაბადების დღისადმი მძღვნილ წვეულებაზე მივიდა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პრინცი და მისი რჩეული ერთად იყვნენ და ერთადაც ცეკვავდნენ. როცა აპრილში მათი დაშორების შესახებ გახდა ცნობილი, ბევრს არ სჯეროდა , რომ ეს საბოლოო იყო. „ისინი დაშორდნენ, მაგრამ არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ ეს სამუდამოა,- ამბობდა მაშინ წყარო.- მათ რთული პერიოდი ჰქონდათ და ეს გადაწყვეტილება იყო რეზულტატი. ჰარი იმ ახალგაზრდა ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც შესვენება სჭირდებათ, რათა შემდგომში კვლავ სცადონ“. ჩანს, რომ მეორე შანსის დრო, როგორც იქნა, დადგა. rs_1024x759-131010184351-1024.cressida-harry.cm_.101013 Le-prince-Harry-et-Cressida-Bonas-le-22-juin-2013-au-mariage-de-Melissa-Percy-et-Thomas-Straubenzee cressida-harry-z cressida-bonas-et-le-prince-harry-206879_w650
Print