რუბრიკები
დასუფთავების აქცია ზუგდიდში
დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქცია ,,მსოფლიო დასუფთავების დღის" ფარგლებში გაიმართა. დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით 20-21-22 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება.
Print