რუბრიკები
ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთ ფილმს გადაიღებს
ანჯელინა ჯოლი მალე კიდევ ერთ ნამუშევარს შემოგვთავაზებს. როგორც უკვე გითხარით, ის რეჟისორია ახალი ბიოგრაფიული სურათისა “გაუტეხელი”. გარდა ამისა, მეუღლესთან ერთად მუშაობს ფილმზე “ზღვის პირას”. თუმცა, ამით არ კმაყოფილდება და კიდევ ერთი ნამუშევრით აპირებს სარეჟისორო კარიერის გაგრძელებას. “აფრიკა” მოგვითხრობს კენიელი მონადირისა და პოლიტიკოსის, რიჩარდ ლიკის ბრძოლაზე იმ დარაზმული ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კონტინენტისაკენ სპილოს ძვალზე სანადიროდ მიემართებიან. სურათის პროდუსერები დევიდ ელისონი, დანა გოლდბერგი, ჯონ პეტერსი და თავად ანჯელინა იქნებიან. ჯოლი სცენარზე “ფორესტ გამპის” ერიკ როთთან ერთად იმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია მსახიობთა ვინაობა და ფილმის გამოსვლის თარიღი.
Print