რუბრიკები
ჯეიმს ბლანტი დაქორწინდა
ჯეიმს ბლანტი ბრიტანელ სოფია უელესლიზე გუშინ, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დაქორწინდა. ცერემონია დახურულ სივრცეში, ლონდონის ერთ-ერთ სარეგისტრაციო ოფისში ჩატარდა, წვეულება კი სოფიას დედის მფლობელობაში მყოფ დაჩაზე გაიმართა. ცნობილია, რომ ქორწინებამდე ერთი დღით ადრე წყვილი ელტონ ჯონის კონცერტს დაესწრო. "მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანს შეუძლია მუსიკოსის გაძლება. იღბლიანი ვარ, რომ ასეთი მეორე ნახევარი მყავს!" შეგახსენებთ, რომ ჯეიმსი და სოფია ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდებიან. მომღერალმა თავისი სიყვარული გასულ წელს დანიშნა. პატარძალი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ იურიდიულ ფირმაში მუშაობს. ის ველინგტონის დიუკის შვილიშვილია და ედინბურგის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
Print