რუბრიკები
მეცნიერებმა კოსმოსში სპირტის ღრუბელი აღმოაჩინეს
ამერიკული ობსერვატორიის მეცნიერებმა კოსმოსში მეთილის სპირტის გიგანტური ღრუბელი აღმოაჩინეს. მისი ფართობი 463 მილიარდ კილომეტრს უდრის და იგი ცენტრალური ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს. სპირტის ღრუბლის შესწავლა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიგონ, როგორ შეიქმნა ჩვენ გალაქტიკაში ყველაზე დიდი ვარსკვლავები. სპირტის ღრუბელი მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც გალაქტიკის ერთ-ერთ რეგიონს იკვლევდნენ, სადაც ვარსკვლავები, გაზის ღრუბლებისა და მტვრის გრავიტაციული კოლაფსის შედეგად წარმოიქმნებიან.
Print