რუბრიკები
წვიმამ ფოთის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ფოთი დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობას, სადაც 10-მდე ოჯახი დაზარალდა. წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში შეაღწია და პირველი სართულები დატბორა. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდა. ადგილზე ფოთის მერი ირაკლი კაკულია მივიდა და პრობლემით დაინტერესდა.ფოთის მერის განმარტებით,ქალაქში სულ 7 სატუმბი სადგური მუშაობს, რაც არასაკმარისია. მერის თქმით,საჭიროა დამატებით ახალი სადგურების მშენებლობაც და მუნიციპალიტეტი საკითხით დაინტერესდება.
Print