რუბრიკები
ანაკლიაში სასმელი და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის შესახებ 19-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხვალ, მესტიასა და ანაკლიაში სასმელი და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის შესახებ, 19-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ხელშეკრულებას ხელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, კომპანია Pfeiffer-ის რეგიონალური მენეჯერი სლობოდან ფილიპოვიჩი და საქართველოში კომპანია Protechno-ს წარმომადგენელი გიორგი ჟვანია მოაწერენ. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი სამუშოების მნიშვნელობას ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელი ქეით ჯულიანი შეაფასებენ.
Print