რუბრიკები
დღე ავტომობილის გარეშე
22 სექტემბერს მთელს მსოფლიოში აღინიშნა ”დღე ავტომობილის გარეშე”. როგორც წესი აქცია იმართება დევიზით ”ქალაქი როგორც სივრცე ადამიანებისთვის და სივრცე სიცოცხლისთვის”. აქციის მიზანია ადამიანები ავტომობილების ნეგატიურ გავლენაა და ალტერნატიული საწვავის გამოყენებაზე დააფიქროს. ყოველდღიურად დედამიწაზე სულ უფრო და უფრო მეტი ავტომობილი ჩნდება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წამს დედამიწაზე კონვეირიდან ერთი ახალი მანქანა გამოდის. ყოველდღიურად ავტომანქანები სამი ათასზე მეტ ადამიანს კლავენ. გარდა ამისა, ატმოსფეროს დაბინძურების 90% ავტოტრანსპორტზე მოდის. ამასთან, ავტომობილი სამ ყველაზე გარეკლამებულ საქონელს შორის შედის. ალკოჰოლისა და თამბაქოს შემდეგ საავტომობილო რეკლამა მესამე ადგილზეა. car-free-day-2010-school-logo-final დატოვეთ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი და ისარგებლეთ სამოქალაქო ტრანსპორტით, ველოსიპედით, იმოძრავეთ ფეხით, ეცადეთ, გამოიყენოთ ნებისმიერი ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, დაიცავით ავტომობილის "ეკო ტარების წესები" და გაუკეთეთ მანქანას მწვანე ლენტი, - თუ გინდათ, რომ დღევანდელი დღე აღნიშნოთ. ეკოლოგიურმა აქციამ ავტომობილების გარეშე სტარტი პირველად წლების წინ საფრანგეთში აიღო.
Print