რუბრიკები
მეთ დეიმონს ახალ ფილმში გადაიღებენ
კინოსტუდია Legendary Pictures იმედს არ კარგავს, რომ ფანტასტიკურ თრილერს The Great Wall გადაიღებს. როგორც გამომცემლობა Deadline იტყობინება, პროექტი მკვდარი წერტილიდან დაიძრა და მისი რეჟისორის პოსტზე ჩჟან იმოუ დანიშნეს. სურათის შემქმნელები მთავარ როლზე მეთ დეიმონს განიხილავენ. ჰოლივუდის პოპულარულ მსახიობთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. წინთ იტობინებოდნენ, რომ ფილმის მოქმედება მე-15 საუკუნეში განვითარდება, ხოლო სიუჟეტი აეწყობა ორი ინგლისელი ჯარისკაცის გარშემო , რომლებიც ჩინეთში აღმოჩნდებიან და გაარკვევენ, რომ კოლოსალური კედელი ქვეყნის მომთაბარე ტომებისგან თავის დასაცავად კი არ არის აგებული , არამედ კოშმარული არსებებისგან. თავდაპირველად ივარაუდებოდა, რომ სურათის დამდგმელი ედვარდ ცვიკი იქნებოდა, ხოლო მთავარ როლებს ბენჯამინ უოქერი და ჰენრი კავილი შეასრულებდნენ, მაგრამ ამ გეგმებს , როგორც ჩანს, ხორცშესხმა არ ეწერათ.
Print