რუბრიკები
ლეონარდო და ქეითი „ტიტანიკიდან“ უკანასკნელ გადარჩენილს ეხმარებიან
ლეონარდო დიკაპრიომ და ქეით უინსლეტმა „ტიტანიკის“ აიზბერგთან შეჯახება მხოლოდ კინოში გამოსცადეს, ხოლო მალვინა დინი 1912 წელს ნამდვილი გემის ჩაძირვისას გადარჩა. მსახიობებმა გადაწყვიტეს კატასტროფის უკანასკნელი მოწმის მკურნალობის ხარჯები თავიანთ თავზე აეღოთ. მალვინა სულ რაღაც 2 თვის იყო, როცა „ტიტანიკი“ ოკეანის ფსკერზე დაეშვა. ის 1912 წლის 14 აპრილს გემის ჩაძირვის შემდეგ ცოცხალი გადარჩა და დღეს ამ ისტორიული ფაქტის უკანასკნელი მოწმეა. სამი წლის წინ მან ბარძაყი მოიტეხა და მას შემდეგ ინგლისის ერთ-ერთი ქალაქის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მალვინას უკანასკნელ პერიოდში მკურნალობის ხარჯების გადახდა უწევს, რის გამოც, ოქტომბერში იძულებული გახდა „ტიტანიკიდან“ შემორჩენილი რამდენიმე სუვენირი გაეყიდა. ლეონარდო და ქეითმა ამ ამბის გაგების შემდეგ, უბედური ქალის გაჭირვების მიმართ გულგრილად დარჩენა ვერ შეძლეს. მსახიობებმა შექმნეს საქველმოქმედო ფონდი The Millvina Fund, რათა მალვინა დინს დაეხმარონ. თავიანთ განცხადებაში ვარსკვლავები იმედოვნებენ, რომ ქალი მალე გამოჯანმრთელდება და პანსიონში კარგად დასვენებას შეძლებს, რადგან ეცოდინება, რომ მისი მომავალი უზრუნველყოფილია.
Print