რუბრიკები
ზუგდიდში შუახნის ქალბატონი ელექტროშოკის გამოყენებით გაძარცვეს
ამ დილით ,ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე მცხოვრები შუახნის ქალბატონი ციცინო დანელია  მის საცხოვრებელ კორპუსთან გაძარცვეს. დაზარალებულის განმარტებით,მძარცველები ნიღბების გარეშე იყვნენ და მას ჩანთა,სადაც პირადი საბუთები და 500 ლარი ედო, საკუთარი კორპუსის პირველ სართულზე ელექტროშოკის გამოყენებით წაართვეს.

დაზარალებული ციცინო დანელია თვითმხილველებთან ერთად ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში იმყოფება, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს. დაზარალებული ციცინო დანელია ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მუშაობს.

 
Print