რუბრიკები
„მაკდონალდსის“ რესტორანი ზუგდიდში 2015 წლის მარტში გაიხსნება
ორ კვირაში „მაკდონალდსი“ ამერიკის საელჩოს წინ ახალი რესტორანის მშენებლობის დაწყებას გეგმავს.„მაკდონალდსი–საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა,რომ ამ ეტაპზე თბილისის მერიასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, მშენებლობა დაახლოებით 5 თვეს გასტანს და ის 2015 წლის მარტში დასრულდება. ჭყონია აცხადებს,რომ 2015 წლის მარტში გაიხსნება „მაკდონალდსის“ რესტორანი ზუგდიდში.გარდა ამისა,მომავალ წლის დასაწყისში დაგეგმილია მარნეულში ახალი რესტორანის მშენებლობის დაწყებაც.ჯამში თბილისში 2015 წელს 3 ახალი რესტორანი გაიხსნება. ჭყონიას თქმით,ამ მიმართულებით მომავალი წლის ბოლომდე დაახლოებით 9,5 მილიონი ევრო დაიხარჯება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა.
Print