რუბრიკები
დევნილები ფოთში საპროტესტო აქციებს ხვალ შეწყვეტენ
მოშიმშილე დევნილები ფოთში საპროტესტო აქციებს ხვალ შეწყვეტენ. როგორც დევნილები აცხადებენ, მოშიმშილეები ხელისუფლებას რეაგირებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ. მათი თქმით, თუ დროის ამ მონაკვეთში რაიმე სახის რეაგირება არ მოხდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ. მოშიმშილეებს დღეს, უკვე მეორედ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე შეხვდა და მათი მოთხოვნები კიდევ ერთხელ მოისმინა. გია თევდორაძემ ხელისუფლებას მოშიმშილე დევნილების საკითხის შესასწავლად კომისიის შექმნისკენ მოუწოდა. ფოთში 10-მდე დევნილი ოჯახი შიმშილობს. ისინი ახალ დასახლებაში საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. დევნილებთან ერთად შიმშილობს "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის ფოთის ოფისის თავმჯდომარის მოადგილე, დარეჯან ცხვიტარია.
Print