რუბრიკები
„საიას“ თავმჯდომარე გაუგებარს უწოდებს ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას (ვიდეო)
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ კომენტარი დღეს ზუგდიდში ყოფნისას გააკეთა. მისი განცხადებით, ყადაღის დადების შესახებ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. „მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაში წერია,რომ მიხეილ სააკაშვილის ქონების ყადაღის დადების საკითხში პროკურატურის შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადებს ყადაღას. მაგრამ, რატომ არის საფუძვლიანი, რითი დასტურდება, რა მტკიცებულებები არსებობს,ეს განჩინებაში არსად არ წერია, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“, - აცხადებს კოჟორიძე. ამასთან,კოჟორიძემ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული პირების ქონების დაყადაღებას  გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. „დაკავშირებული პირების ქონება იმ შემთხვევაში უნდა დაყადაღდეს, თუ დასტურდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზით არის მიღებული“, - ამბობს კოჟორიძე. მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების შესახებ პროკურატურამ განცხადება  19 სექტემბერს გაავრცელა.
Print