რუბრიკები
ლეონარდო დიკაპრიო და მარკ რუფალო სახალხო მსვლელობას შეუერთდნენ
ლეონარდო დიკაპრიო, მარკ რუფალო, ედუარდ ნორტონი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ვარსკვლავებისა, რომლებიც ნიუ-იორკში, კვირას გამართულ მსვლელობას შეუერთდნენ. მსვლელობა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით გაიმართა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამართულ პროტესტთა შორის ყველაზე მასშტაბურად დასახელდა. იგივე მსვლელობა გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ლონდონშიც. აქ მოწყობილ მარშს ემა თომპსონიც შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ხვალ გაიმართება გაეროს სპეციალური სამიტი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.
Print