რუბრიკები
კოლინ ფარელი “ნამდვილი დეტექტივის” მეორე სეზონში ითამაშებს
რამდენიმეკვირიანი ეჭვის შემდეგ, კოლინ ფარელმა დაადასტურა, რომ ის “ნამდვილი დეტექტივის” მეორე სეზონში მოგვევლინება. დიახ, მეორე სეზონში ვარ! მეთვითონაც აღფრთოვანებული ვარ ამ ამბით. ვიცი, რომ რვა ეპიზოდი უნდა გადავიღოთ და ეს, დაახლოებით, 4-5 თვეში უნდა მოხერხდეს. ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ის, რომ გადაღებები ლოს-ანჯელესში იქნება. ეს კი გადასარევია ჩემთვის, ვინაიდან სახლში ვიქნები და ბავშვებსაც ვნახავ ხოლმე! თავად HBO-ს ეს ახალი ამბავი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, რომ “ნამდვილი დეტექტივის” პირველ სეზონში ვუდი ჰარელსონი და მეთიუ მაქკონაჰი მონაწილეობდნენ. რეჟისორი კი კერი ფუკუნაგა იყო. მან ამ კონკრეტული ნამუშევრისთვის ემის ჯილდოც დაიმსახურა. გარდა ამისა, წარდგენილი იყო კიდევ ოთხ ნომინაციაზე. კოლინ ფარელი ერთადერთია, რომლის მონაწილეობის შესახებაც ინფორმაციამ გაჟონა. ვარაუდობენ, რომ “ნამდვილი დეტექტივის” მეორე სეზონში ელიზაბეთ მოსსა და რეიჩელ მაკადამსსაც ვიხილავთ. სცენარს, ისევ და ისევ, ნიკ პიცოლატო წერს, თუმცა, როგორც ცნობილია, ფუკუნაგა სარეჟისორო საქმიანობას აღარ დაუბრუნდება. “ნამდვილი დეტექტივი” მეორე სეზონით მომდევნო წლის ზაფხულში დაბრუნდება.
Print