რუბრიკები
ირანში viber-ს, WhatsApp-ს და tango-ს აკრძალავენ
ირანის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყანაში სმარტფონების პოპულარული ე. წ მესენჯერების viber-ს, WhatsApp -ს და tango-ს აკრძალვა მოითხოვა. ირანული მედიის ინფორმაციით პროკურატურისთვის ცნობილი გახადა რომ ამ პროგრამების საშუალებით ირანელებში უხამსი განწყობების და ისლამის შეურაცხმყოფელი შინაარსის ინფორმაციები ვრცელდება. პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციების გავრცელებას ქვეყნის გარედან უწყობენ ხელს. პროკურატურამ კავშირგაბმულობის სამისნისტროს ჩამოთვლილი პროგრამების დაუყოვნებლივ დაბლოკვისკენ მოუწოდა და გაფრთხილებაც მისცა, რომ თუ აკრძალვა ერთი თვის ვადაში არ განხორციელდება მაშინ ამას სასამართლო განახორციელებს
Print