რუბრიკები
Pink Floyd 20 წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ალბომს უშვებს
ბრიტანული როკ-ჯგუფის, Pink Floyd-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 10 ნოემბერს, ჯგუფი ახალ ალბომს - The Endless River-ს გამოუშვებს. როგორც BBC-ი წერს, ეს იქნება ლეგენდარული როკ-კოლექტივის პირველი სტუდიური ნამუშევარი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. ახალ ალბომს საფუძვლად დაედო 1993 წელს დაწყებული სესიები, როდესაც მუსიკოსები ალბომ - The Division Bell-ის პირველად ვერსიას ამზადებდნენ. სწორედ ამიტომ, ახალ ალმბომში შესულ სიმღერებში Pink Floyd-ის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ მოისმინონ ჯგუფის ერთ-ერი წევრის რიჩარდ რაითის დაკრულს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი 2008 წელს გარდაიცვალა. The Endless River-ის პროდიუსერი ჯგუფის გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორია.
Print