რუბრიკები
დევნილები ფოთიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობას აპირებენ
დევნილებმა ფოთში შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, ეს დროებითია. ისინი მომდევნო კვირას საკუთარი უფლებების დასაცავად ფოთიდან დედაქალაქისკენ ფეხით წამოსვლას და საპროტესტო აქციის თბილისში გაგრძელებას აპირებენ."ვწყვეტთ აქციას დროებით, ორშაბათამდე. სოზარ სუბარმა გვითხრა, რომ ჩამობრძანდით თბილისში და ყველას შეგხვდებითო. იმედი გვაქვს, თავის სიტყვას შეასრულებს და თბილისში შეგხვდება. ყველა იმ კითხვაზე, რაც ჩვენ გვაქვს, პასუხებს გაგვცემს. ორშაბათიდან ვიწყებთ აქციას, ფოთიდან დაიწყება სვლა, ვისაც სურვილი აქვს შემოგიერთდეს და ჩავალთ თბილისში. იმედია იქ მაინც გაგვცემს ხელისუფლება ყველა კითხვაზე პასუხს",- განაცხადა დევნილმა ლალი ბასილაიამ.
Print