რუბრიკები
ქართველი ტყუბი დები ჰოლივუდის მსახიობებთან ერთად „ვარსკვლავურ ომებში” მონაწილეობენ
ქართველი ტყუბი დები, თეა და ლიკა შენგელაიები, ამერიკული ფილმის „ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე ეპიზოდში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც თეა შენგელაიამ აღნიშნა, სოციალური ქსელის მეშვეობით მან შემთხვევით განცხადება ამოიკითხა, რომ ტარდებოდა ქასთინგი წარმატებული რეჟისორის ალი მუსტაფას სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. მსახიობმა მაშინვე მიიღო ქასთინგზე წასვლის გადაწყვეტილება და ეს იდეა დასაც შესთავაზა, რაზეც თავდაპირველად უარი მიიღო, თუმცა მოგვიანებით დაითანხმა. ქასთინგზე ორივე მათგანს მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. ერთი თვის შემდეგ მათ აგენტი დაუკავშირდათ, რომელაც აცნობა, რომ ფილმში მონაწილეობისთვის მსახიობებად იყვნენ არჩეულნი. ”ხელოვნურად აშენებული გადასაღები მოედანი განსაკუთრებული დეკორაციებითა და გასაოცარი კოსტუმებით, დარწმუნებული ვარ მაყურებელს ძალიან მოეწონება” - აღნიშნა თეა შენგელაიამ ”ფორტუნასთან” საუბრისას. ტყუპმა დებმა, თეა და ლიკა შენგელაიებმა თბილისის სამედიცინოს უნივერსიტეტი დაამთავრეს. დუბაიში, სახელმწიფო საავადმყოფოში ერთწლიანი ინტერნატურის გავლის შემდეგ, ლიცენზიის ასაღებად ისინი ორწლიან ტრენინგს გადიან. ფილმის პრემიერა, რომელშიც ქართველი ტყუპები ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობენ, 2015 წლის დეკემბერში გაიმართება.
Print