რუბრიკები
სოხუმი ინაუგურაციისთვის ემზადება
სოხუმში დე ფაქტო აფხაზეთის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიისთვის ემზადებიან. ის, დღეს,25 სექტემბერს,12 საათზე ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დიდ დარბაზში გაიმართება. „აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში,რომელიც 24 აგვისტოს გაიმართა,რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ხმათა 50.57% მოიპოვა“, –განაცხადა აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ დე–ფაქტო ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ.
Print