რუბრიკები
სოხუმში სირიის არმიის გენერალი ვალიდ მარშანი ჩავიდა
აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში სირიის არმიის გენერალი ვალიდ მარშანი ჩავიდა.აღსანიშნავია, რომ მარშანი სირიაში დაბადებული ეთნიკური აფხაზია.როგორც აფხაზური მედია იუწყება, ვალიდ მარშანი რეპატრიაციის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს – ხრიპს ჯოფუას შეხვდა, რომელთანაც სირიაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია განიხილა.აფხაზური მედიის ინფორმაციით, ჯოფუამ შეშფოთება გამოთქვა სირიაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში უამრავი აფხაზი ცხოვრობს.არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე სირიელი და თურქი რეპატრიანტები დაესწრნენ
Print