რუბრიკები
როლანდ ახალაიას სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წევრის, როლანდ ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა ბრალდების მხარის მოთხოვნით სხდომა გადაიდო და 3 ნოემბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.პროკურორმა დავით ტყეშელაშვილმა პროცესის გადავადების მოთხოვნა განმარტა იმით, რომ როლანდ ახალაია საზღვარგარეთ მიემგზავრება თავისი შვილის, დათა ახალაიას სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დასასწრებად. პროკურორის თქმით, მეორე მიზეზია ის, რომ ოქტომბრის თვეში ჩანიშნულია ბევრი სისხლის სამართლის საქმე, რასაც ენიჭება პრიორიტეტი. პროცესის ნოემბრამდე გადავადებას საქმის გაჭიანურებად აფასებენ ახალაიას ადვოკატები. ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ონიანის თქმით, როლანდ ახალაიას საზღვარგარეთ გამგზავრება და ოქტომბერში ჩანიშნული სხვა საქმეები ხელს არ შეუშლის ამ საქმის განხილვას.
Print