რუბრიკები
"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა" ზუგდიდში ოლაინ სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა (ვიდეო)
დღეს, ფონდ "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა" დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში ოლაინ სასწავლო პროგრამის პრეცენტაცია გამართა. ამასთან, ორგანიზაციამ ალმანახი - "სამოქალაქო საზოგადოება"- წარმოადგინა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ღირებულებების  შესახებ შექმნილი პუბლიკაციები და ესსებია შესული. მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, ვაცლავ ჰაველის, ალექსის დე ტოკვილის, ვაჟა ფშაველას, არისტოტელესი და სხვ. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლის თემურ ჯალიაშვილის განმარტებით,ოლაინ სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ სასწავლო კურსებს: ადვოკატირება და ლობირება, სოციალური კვლევის მეთოდები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი და საჯარო ფინანსები. მისივე თქმით, სასწავლო კურსების მიზანია პრაქტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევებისა გაღრმავება. "მსმენელებს შეუძლიათ როგორც ცალკეული კურსების გავლა, ასევე სრული სალექციო პროგრამის არჩევა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც მინიმუმ სამ კურს გაივლიან ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ მცირე გრანტის პროგრამაში, რაც საშუალებას მისცემს მირებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ", - ამბობს "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თემურ ჯალიაშვილი. სოციალური კვლევის მეთოდებს, როგორც ჯალიაშვილი ამბობს, იაგო კაჭკაჭიშვილი გაუძღვება, საჯარო პოლიტიკის ანალიზზე ლექციებს ქეთი მელიქაძე წაიკითხავს, ადვოკატირება და ლობირებას ვაჟა სალამაძე, ხოლო საჯარო ფინანსებზე ლექციებს მიშა ძაგანია და ოთო კახიძე წაიკითხავენ. სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: www. e-learning.ge რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
Print