რუბრიკები
რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. როგორც აფხაზური მედია წერს ,"პრეზიდენტის ინაუგურაცია" საზეიმო ვითარებაში სოხუმის "მთავრობის სახლში" იმართება. დღეს, ე.წ. პარლამენტის სესია გაიმართა, რომელშიც ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი ბგანბამ გახსნა,რის შემდეგაც რაულ ხაჯიმბამ აფხაზურ ენაზე ფიცი დადო. ოკუპირებულ აფხაზეთში "რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები" 24 აგვისტოს გაიმართა. გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
Print