რუბრიკები
„პრომეთე 2“-ში ქსენომორფები არ იქნებიან“
რიდლი სკოტის განკარგულებაში ფილმის „პრომეთე 2“ 15 განსხვავებული სცენარია, მაგრამ არც ერთ მათგანში სხვებისთვის ადგილი არ დარჩა. ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის აზრით უცხოპლანეტელი მონსტრების ისტორია დასრულდა. ამის შესახებ სკოტმა Yahoo-ს კორესპოდენტთან ინტერვიუში ისაუბრა. „ამ ურჩხულების ისტორია მორჩა. ის უკვე განადგურებულია. თავის დროზე გამიმართლა , რომ გიგერს შევხვდი. რთულია ამის დაჯერება. თავის დროზე დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამ პროექტის გასაყიდად, რადგან მრავალი ადამიანი ფიქრობდა ,რომ ეს აბსურდული იყო. მათ ამის გაკეთება არ უნდოდათ, მაგრამ მე დავიჟინე, რომ მისი ხედვა ფანტასტიკური იყო. ეკრანებზე ოთხჯერ გამოსვლის შემდეგ, მან თავისი დრო მოსჭამა. რაღა შეგვიძლია გავაკეთოთ? დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემასთან დაბრუნება ღირს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რამე უფრო საინტერესო იდეა გაჩნდება. ვფიქრობ, რომ სწორი გზა ვიპოვეთ. ვიმედოვნებ, რომ ინჟინერების ისტორია კარგი დასაწყისია“, – განაცხადა მან. რაც შეეხება „პრომეთე 2“-ის სავარაუდო სიუჟეტს, სკოტმა მიგვანიშნა, რომ მაყურებელი ელიზაბეტისა და დევიდის მოგზაურობის დეტალებს გაეცნობა. შეგახსენებთ, რომ პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მოსალოდნელია, რომ ის გაქირავებაში 2016 წლის მარტში გამოვა.
Print