რუბრიკები
ანაკლიის პორტი-ღარიბაშვილის შეხვედრა ამერიკულ კომპანია AECOM-თან
ამერიკული კომპანია AECOM-ი ანაკლიის პორტის პროექტზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის პროცესში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის პირველმა პირებმა წარუდგინეს პრეზენტაცია იმ კონსორციუმის შესახებ, რომელიც სპეციალურად, ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ „აბრეშუმის გზის“ აღორძინების პროექტის გათვალისწინებით ანაკლიის პორტის მნიშვნელობა იზრდება. AECOM-ი პროექტზე ინტერესს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოხატავს.
Print