რუბრიკები
მესტიაში მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონფერენცია დასრულდა
კონფერენციის მონაწილეებს მესტიაში სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ მიმართა. 
შეხვედრაზე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკითხები განიხილეს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და გამოცდილება მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მართვისა და განვითარების პროცესში. 
საქართველოს მხარე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსახაში ახალი წინასწარი ნუსხის შექმნაზე მუშაობს. მიმდინარეობს მსჯელობა 8 დაცული ტერიტორიის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ნომინირების საკითხზე, ესენია: თუშეთი, ყაზბეგი, ფშავ-ხევსურეთი, მაჭახელა, ქობულეთი, კინტრიში, კოლხეთი, მტირალა. ღონისძიების ორგანიზატორი და მხარდამჭერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.
Print