რუბრიკები
მესტიაში სტიქიური პროცესების რუქა შეიქმნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების, ჰიდროლოგებისა და მყინვაროლოგების მიერ რუქაზე დატანილი და გამოყოფილი იქნება მაღალი, საშუალო და დაბალი რისკების მქონე ტერიტორიები. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ კოპაძე მესტიაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. რუქის შექმნა შვეიცარიის კოოპერაციისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით სტიქიური კატასტროფების პრევენციისა და მზაობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო გეგმავს, რომ მსგავსი რუქა მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნას, რათა მოხდეს სტიქიური პროცესების პრევენცია და მოსალოდნელი ზიანი თავიდან იქნეს აცილებული. აღნიშნული რუქის გამოყენება მოხდება სასოფლო სამეურნეო, სარეკრეაციო, საინჟინრო, ტურისტული და სხვა მიზნებისთვის. ასევე საცხოვრებელი სახლების, საავტომობილო გზების და სხვა საინჟინრო ობიექტების უსაფრთხო ტერიტორიებზე გაყვანისა და განთავსებისათვის.
Print