რუბრიკები
ზუგდიდში გამოფენა სოხუმის დაცემის დღეს მიუძღვნეს

დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელი მხატვრებისა და ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით- "სიზმარში დანახული აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენა სოხუმის დაცემის დღეს-27 სექტემბერს მიეძღვნა.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Print